თუ იაფ სტამბოლი
ავერსი საქკაბელი
ინდოეთის შტატ გუჯარათს უახლოვდება საათში 160 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი ციკლონი „თაუქთაი“, რომელიც 1998 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი შტორმია რეგიონში.
 
გუჯარათსა და მის მეზობელ მაჰარაშტრას შტატში განგაშია გამოცხადებული. ევაკუირებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი.
 
მოსალოდნელი სტიქიის გამო, მუმბაიში დროებით დაიხურა აეროპორტი. პროგნოზირებენ, რომ შტორმი გუჯარათის სანაპიროს ორშაბათს, საღამოს დაატყდება თავს.
 
სტიქიამ უკვე გადაუარა სამხრეთით მდებარე სანაპირო ზოლს, სადაც გასული ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი გარდაიცვალა.
1099