საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრ გაუარესებას ეხმაურება და ინდოელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს.
„ინდოელი ხალხი ძლიერი და შეუპოვარია. რაც ახლა COVID-ის ინფექციების ახალ ტალღასთან დაკავშირებით ხდება, ტრაგედიაა და სოლიდარობის ნიშნად, საქართველო ინდოეთის გვერდით დგას. თქვენზე ვფიქრობთ. ამ სიტუაციიდან ყველანი ახალი იმედით და ახალი ძალით გამოვალთ“, - წერს პრეზიდენტი.