ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მათ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ისეთები როგორიცაა UNCEF, WHO და სხვა, მითითება აქვთ რომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია იყოს "მშვიდი", "მოზომილი" და "თანმიმდევრული".
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დადგენილი ვაქცინაციის კალენდრის მიხედვით ივნისი-ივლისისთვის დღიურად 3 000-ადამიანამდე უნდა გვყავდეს აცრილი. დღეისთვის მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია და ყოველდღიურად 1 700-მდე ადამიანს ვცრით, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა საჭიროა დამატებითი მუშაობა და მეტი ჩართულობა, რაშიც თვითონ უწყებები უნდა ჩაერთონ, რადგან ინფორმაციის გავრცელება ვაქცინაციის სანდოობასთან მიმართებაში ადგილზე მოხდეს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან, რომლებიც გვეხმარებიან საინფორმაციო და კრიზისული კომუნიკაციის მიმართულებით, გვაქვს მითითებები, რომ ამ ეტაპზე, სასურველია მოზომილი კამპანია იმისთვის, რომ მოსახლეობის თანმიმდევრული და მშვიდი ინფორმირება ვაქცინაცია მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
NCDC-ის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 31,019 ადამიანი არის აცრილი, რაც საქართველოს მოსახლეობის 0.8%-ია. გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის სისტემა ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის გახსნა.