
"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი.
კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით, უქმდება:
22 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;
22 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი;
22 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;
23 თებერვალი - თბილისი ოზურგეთი;
23 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;
23 თებერვალი- რიონი-ქუთაისი-რიონი.
"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ მათ ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.