გლდანში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხზადეს.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ავტონაწილების მაღაზიაში საბურავებს გაუჩნდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.