პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე თენგიზ ცერცვაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, სადაც ის სხვადასხვა კოვიდ კლინიკებს მოუწოდებს “ტოცილიზუმაბის” აქტიურად გამოყენებისკენ.
ფხაკაძე აცხადებს, რომ სამედიცინო ინფორმაციის და დანიშნულების საჯაროდ გამოქვეყნება ყოვლად მიუღებელია.
“ბატონმა ცერცვაძემ ეს პოსტი დადო და თან განიუსდა. კარგია თუ ცუდი ეს წამალი, ახლა ამაზე არ ვსაუბრობ. რას ვერ ვხვდები, იცით?! - მედიკამენტი გამოიყენეთო, რომ წერს და თაგავს კლინიკებს და ექიმებს, მედიკამენტის დანიშვნაზე რეკომენდაციის ასე საჯაროდ გაცემა სწორია? ხომ არსებობს გაიდლაინი, შეიტანონ მკურნალობის გაიდლაინში და დაურიგონ კლინიკებს.
სამედიცინო ინფორმაციის და დანიშნულების ასე საჯაროდ გამოქვეყნება რა სტანდარტია?!
წამლის სააგენტო სად არის?!
ბიოსამედიცინო ეთიკა სად არის?!
“რემდესივირის” რეკლამა არ გეყოთ?! შეგახსენებთ, “რემდესივირი” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო კოვიდსაწინააღმდეგო წამლების სიიდან!
ეს ქვეყანა როგორ იმართება?! ... იმართება საერთოდ?! ყველაფერს აქვს საზღვარი!”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, აღნიშნულ მედიკამენტს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა. კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებებიც მონიშნა.
“მოვუწოდებთ COVID კლინიკებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ “ტოცილიზუმაბი”, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენების და უკუჩვენების, აგრეთვე ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ზედმიწევნით გათვალისწინებით.”- წერს ცერცვაძე.