global distribution
გარე ავეჯი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, 27 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდება. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თავად მარგველაშვილმა დაუდასტურა.
 
მეოთხე პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა 12:00 საათზე შედგება. მან არ ისურვა კომენტარის გაკეთება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვასაც სააკაშვილთან შეხვედრისას აპირებს.
 
გიორგი მარგველაშვილმა პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით 20 დეკემბერს მიმართა და როგორც გვითხრა, თანხმობაც მიიღო.
1030