ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უკრაინა-საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს.
“უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ ლიეტუვას, ესტონეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ჩვენი სირცხვილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არ არის. ძალიან სირცხვილია, როცა ამდენი ხანია ელჩი გვყავს გამოწვეული, ისტორიულად მოძმე და მოკავშირე სახელმწიფოდან.” - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.