ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან მახაჩყალის მიმართულებით ფრენებს იწყებს. შესაბამისი ინფორმაცია მახაჩყალის აეროპორტის განრიგშია ასახული.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია ახალი მიმართულებით 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე, ანუ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე იფრენს. ავიარეისები კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
მახაჩყალის მიმართულებით რეისების შესრულებაზე ინფორმაცია ჯერ Geogian Airways-ის გვერდზე წარმოდგენილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთს შორის რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2023 წლის მაისში პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა.