სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რუსეთისყოფილი მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო, რუსეთის მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრებაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
როგორც ონიშჩენკო აცხადებს, თურქეთი კორონავირუსთან მდგომარეობას ვერ უმკლავდება და ეჭვი ეპარება, რომ ტურისტული სეზონისთვის მომზადებას შესძლებენ. ამასთან, ის მოქალაქეებს დასასვენებლად აფხაზეთისა და ყირიმის არჩევისკენ მოუწოდებს.
”ჩემო ძვირფასო რუსებო, მოდით, დღეს, ამ ზაფხულს გამოვიყენოთ უზარმაზარი რეკრეაციული შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს: ყირიმი, შავი ზღვის სანაპიროდან 511 კმ, აფხაზეთი, ეს არის საგანძური, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული. არ არის საჭირო თურქეთში წასვლა”, - მოუწოდა თანამემამულეებს ონიშჩენკომ.