გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს 10:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში- საგურამო, წყაროსთავი, ნანივრალი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 10:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში - სნო, აჩხოტი, გაიბოტენი, გველეთი, სტეფანწმინდა, ტყარშეტი, ხურთისი და მიმდებარე სოფლებში.
ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.