ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი მოკვდა. ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. ინფორმაციას ადასტურებს რუსული მედიაც.
ასევე, BBC ინფორმაცით, ვლადიმერ ჟირინოვსკი დღეს დილით 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმებმა სიკვდილი ადგილობრივი დროით 10.45-ზე დააფიქსირეს.
მოგვიანებით, რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უარყო სენატორ ალექსანდრე პრონიუშკინის განცხადება ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ.
"მინდა, დავამშვიდო ყველა, ვინც ვლადიმირ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის. ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა. დღეს მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ჩვენ მასზე ვღელავთ, ექიმები იბრძვიან. ის თავად ძალიან ყოჩაღია. ვუსურვოთ მას მალე გამოჯანმრთელება", - წერს პოლიტიკოსი ტელეგრამის არხზე.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია რუსულ მედიაში, რომ ჟირინოვსკის
გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისმა ვაჟმაც უარყო.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი 2 კვირის განმავლობაში მალავდა, რომ კოვიდინფიცირებული იყო, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და 9 თებერვალს საავადმყოფოში გადაიყვანეს.ასშემდეგ პერიოდულად ვრცელდებოდა მედიაში ინფორმაცია მისი გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.