
გარდაიცვალა მსახიობი ალეკო თეთრაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
თეთრაშვილი იყო ერთ-ერთი ავტორი ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემის, „პა-სეანსის“, რომელიც „მეორე არხზე“ გადიოდა. ასევე იყო სხვადასხვა იუმორისტული პროექტისა და გადაცემების მონაწილე.
გავრცელებული ინფორმაციით, ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.