jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, UNICEF-თან ერთად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სამინისტროს ინიციატივითა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჩართულობით, მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს. შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის ექსპერტებისა და სხვა პროფესიონალების ჩართულობით ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მისივე თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლებში სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ავტორი
მირანდა შურღაია
239