საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს დღეს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
მედიაში არსებული ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელს ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ამილახვარი ჩაანაცვლებს.
განათლების მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან დღემდე მიხეილ ჩხენკელი იკავებს.