უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ფაისბუქში“ წერს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია რუსული ძალების პუნქტის განადგურების მომენტი.
„მინუს რუსული საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი სამეთაურო პუნქტი ჩვენს ტერიტორიაზე. Welcome to hell! (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!)" – აცხადებს ზალუჟნი.