დიზაინ ჰაუსი

პროკურატურის ინფორმაციით, ქრთამის მიცემის ბრალდებით, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიების ვერსიით, 17 მარტს, ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. 

უწყების ცნობით, პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

ავტორი
მირანდა შურღაია
89